ვენა (ვიკიპედია)
ნიუ-იორკი ( ვიკიპედია)
სანტიაგო ( ვიკიპედია)
პეკინია ( ვიკიპედია)
Friday, April 27, 2012
ვენა
ვენა (გერმ. Wien [viːn]) — ავსტრიის დედაქალაქი და ასევე ავსტრიის ცხრა შტატიდან ერთ-ერთი. 1,6 მილიონი მოსახლეობით (2,2 მილ. აგლომერაციაში, მთელი ავსტრიის მოსახლეობის ¼–ზე მეტი.) ვენა ავსტრიის უდიდესი ქალაქია, ისევე როგორც მისი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი. არის ევროპის კავშირის სიდიდით მეათე ქალაქი.
ვენაში აქვს შტაბ-ბინა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის: გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC) და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო (IAEA).
ქალაქი მდინარე დუნაის ორივე სანაპიროზე მდებარეობს და მხოლოდ 60 კმ-შია ავსტრიის აღმოსავლეთის საზღვართან. ვენა ცენტრალური ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს, ძალიან ახლოს ჩეხეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან.
ვენა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ქალაქია და საკუთარი ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიით დამსახურებულად უჭირავს დასავლეთის ცივილიზაციასა და მსოფლიო კულტურაში განსაკუთრებული ადგილი. საუკუნეთა მანძილზე წარმოადგენდა საღვთო რომის იმპერიის ცენტრს, საიმპერატორო დედაქალაქსა და ჰაბსბურგების რეზიდენციას. ამ დროიდან იგი განვითარდა, როგორც ევროპის კულტურული და პოლიტიკური ცენტრი. ვენა მეოთხე ქალაქი იყო ლონდონის, ნიუ იორკისა და პარიზის შემდეგ, რომლის მოსახლეობაც ორ მილიონს ითვლიდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვენამ თავისი მოსახლეობის თითქმის მეოთხედი დაკარგა. ვენის ძველი ცენტრალური ნაწილი, რომელიც ჰაბსბურგების დინასტიამდეც არსებობდა, ასევე შენბრუნის სასახლე ავსტრიის რესპუბლიკის მოთხოვნით შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.ფოტოები

სანტიაგო
სანტიაგო (ესპ. Santiago, სანტიაგო დე ჩილე) — ჩილეს დედაქალაქი და მისი უდიდესი მეტროპოლია. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ზეგანზე და ადმინისტრაციულად სანტიაგოს მეტროპოლიური რეგიონის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ სანტიაგოს დედაქალაქის სტატუსი აქვს, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება ახლომდებარე ვალპარაისოში იკრიბება.
პეკინი
პეკინი (ჩინ. 北京市, Běijīng, ბეიძინი - ჩრდილოეთის დედაქალაქი) -- ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქია. პეკინი ჩინეთის ოთხი მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთია, რაც პროვინციის ექვივალენტიურია ჩინეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ სტრუქტურაში. პეკინის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება ჰებეის პროვინციას ჩრიდლოეთით, დასავლეთითა და სამხრეთით, და აღმოსავლეთის მცირე ნაწილით ტიანძინის მუნიციპალიტეტს.
პეკინი ჩინეთის სიდიდით მეორე ქალაქია მოსახლეობის მიხედვით, შანჰაის შემდეგ. ის მთვარი სატრანსპორტო კვანძია, უამრავი სარკინიგზო ხაზით, გზებითა და ავტოსტრადებით ყველა მიმართულებით. ის ასევე ჩინეთის საერთაშორისო საჰაერო რეისების მთავარი პუნქტია. პეკინი ჩინეთის პოლიტიკური, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია, მაშინ როცა შანჰაი და ჰონგ-კონგი მისი ეკონომიკური დასაყრდენია.
პეკინი ერთ-ერთია ჩინეთის ოთხ უძველეს დედაქალაქთა შორის.

ნიუ-იორკი
ნიუ-იორკი (ინგლ.: New York [nʲuːˈjɔːɹk]) — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ნიუ-იორკში. 8 მილიონზე მეტი მცხოვრებით (830 კმ²-ზე) იგი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.[1][2][3] მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ამავე სახელწოდების შტატისგან განსასხვავებლად მას «ნიუ იორკ სიტი»-ს უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია «დიდი ვაშლი» (ინგლ.: „Big Apple“)
ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია და მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ქალაქთაგანია მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს მსოფლიო შტაბ-ბინა.
ქალაქის ფარგლებში ხუთი რაიონია (ძვ. სტილით საგრაფო:( ბრონქსი, ბრუკლინი, მანჰეტენი, კუინზი და სტეიტენ-აილენდი. ამ უკანასკნელის გარდა ყველა რაიონში მილიონზე მეტი მცხოვრებია და ცალ-ცალკე აშშ-ის სხვა უდიდეს ქალაქებს გაუსწორდებოდა.
ნიუ-იორკი ყოველწლიურად უდიდესი რაოდენობის იმიგრანტებს იზიდავს მსოფლიოს 180 ქვეყნიდან, ისევე როგორც მთელი აშშ-დან, რომელნიც ქალაქში მისი კულტურის, ენერგიის, კოსმოპოლიტიზმისა და ეკონომიურ შესაძლებლობათა გამო ჩამოდიან. ნიუ-იორკი ამჟამად უდიდეს ამერიკულ ქალაქთა შორის კრიმინალის ყველაზე დაბალი დონით გამოირჩევა.

Subscribe to:
Posts (Atom)