Friday, April 27, 2012

პეკინი

პეკინი (ჩინ. 北京市, Běijīng, ბეიძინი - ჩრდილოეთის დედაქალაქი) -- ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქია. პეკინი ჩინეთის ოთხი მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთია, რაც პროვინციის ექვივალენტიურია ჩინეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ სტრუქტურაში. პეკინის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება ჰებეის პროვინციას ჩრიდლოეთით, დასავლეთითა და სამხრეთით, და აღმოსავლეთის მცირე ნაწილით ტიანძინის მუნიციპალიტეტს.
პეკინი ჩინეთის სიდიდით მეორე ქალაქია მოსახლეობის მიხედვით, შანჰაის შემდეგ. ის მთვარი სატრანსპორტო კვანძია, უამრავი სარკინიგზო ხაზით, გზებითა და ავტოსტრადებით ყველა მიმართულებით. ის ასევე ჩინეთის საერთაშორისო საჰაერო რეისების მთავარი პუნქტია. პეკინი ჩინეთის პოლიტიკური, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია, მაშინ როცა შანჰაი და ჰონგ-კონგი მისი ეკონომიკური დასაყრდენია.
პეკინი ერთ-ერთია ჩინეთის ოთხ უძველეს დედაქალაქთა შორის.

No comments:

Post a Comment